თავისუფლების მოედანზე პარკირება გაუქმდება

16:00 05-17-2019
167

თავისუფლების მოედანზე პარკირება გაუქმდება და ავტობუსის გაჩერება მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე იგეგმება კიდევ ერთი ცვლილება. კერძოდ, სავაჭრო ცენტრის „გალერია თბილისის“ წინ ავტობუსებისთვის ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება.

„გალერია თბილისის“ წინ ავტობუსებისთვის ელექტრონული ტაბლო გაკეთდება. შესაბამისი დავალება უკვე გაცემულია. მოქალაქეთა მოთხოვნა, რომ „თავისუფლებაზე“ საკრებულოს წინ გაჩერება მოწყობილიყო. იმ ნაწილში ვაუქმებთ პარკირებას, ანუ „თავისუფლებაზე“ „საქართველოს ბანკის“ წინ პარკირება გაუქმდება რამდენიმე ადგილზე და ავტობუსის გაჩერება მოეწყობა,“- განაცხადა მუმლაძემ.