„გორმედის“ სტაციონარში მოთავსებული 52 წლის კაცი სეისმომედეგობის კონსტრუქციის სივრცეში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც კლინიკაში აცახდებენ, კაცი რეანიმაციიდან გაიპარა სახურავზე ავიდა იქიდან კი შენობის კედლებს შორის გაიჭედა.
პაციენტის ამოყვანა სამაშველო სამსახურმა შესაბამისი აღჭურვილობის დახმარებით მოახერხა.
კაცი მრავლობით დაზიანებებით კლინიკაში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. მას ქალა ტვინის მძიმე ღია ტრავმები აღენიშნებოდა, ოპერაციის შემდეგ მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ავტორი: მახო მიქელაძე