19 მაისიდან ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება

21:03 05-18-2019
46

19 მაისიდან ვახუშტის ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ორმხრივი მოძრაობა კი უახლოეს საათებში აღდგება.

„ხვალიდან, 19 მაისიდან ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს.

N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები: N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს, გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, კვლავ ვახუშტის ხიდით დაუკავშირდებიან,- წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.