ხულოში, „გაერთიანებული ოპოზიციის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.
დაბა ხულოს 23 უბანზე მისულს, კოლიდორში მოუწია დალოდება, ვიდრე პირადობის მოწმობებს მიუტანდნენ.
„მე ცვლილებებს მივეცი ხმა, უკეთეს მომავალს, საბოლოოდ, ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.
დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.