სოციალურ ქსელში ტინა კუნაკის და ვენსან კასელის ოჯახური ფოტები გავრცელდა.
წყვილი, ქალიშვილთან ერთად, რომელიც აპრილის ბოლოს დაიბადა, კანში სადილზე იმყოფება. პაპარაცებმა, სოციალურ ქსელში გაავრცელეს - ოჯახის პირველი ფოტოები ახალი შემადგენლობით.
ვენსან კასელი, ფილმის Les Miserables - ის პრემიერაზე, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა, სამწუხაროდ ვერ გამოცხადდა.
სამაგიეროდ, ფრამგი მსახიობი კანის კინოფესტივალზე, ოჯახთან ერთად გაფრინდა.
პაპარაცებმა ვარსკვლავი, ერთ-ერთ კაფეში ლანჩზე, მეუღლესთან და ახალშობილ ქალიშვილთან - ამაზონთან ერთად დააფიქსირეს - პატარას, საბავშვო ეტლში მშვიდად სძინავს.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავური წყვილის სასიყვარულო რომანი, 2015 წლის ზაფხულში, იბიცაზე მოგზაურობის დროს დაიწყო.
2018 წლის 24 აგვისტოს, ვენსანი და ტინა ოფიციალურად დაქორწინდნენ. ტინამ, ფეხმძიმობის შესახებ ინფორმაცია, 2019 წლის იანვარში გაავრცელა.