სანდრა რულოვსსა და დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

17:49 05-19-2019
1253
თეგები: არჩევნები

სოფელ კოკში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ სანდრა რულოვსსა და თბილისის ყოფილ მერ დავით ნარმანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

საარჩევნო უბანზე, რომელიც დავით ნარმანიას ყოფილ სკოლაშია განთავსებული, გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი გამოაძევეს. ფაქტი სანდრა რულოვსმა გააპროტესტა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კრიტიკას კი დავით ნარმანიამ უპასუხა.

რულოვსმა ნარმანიას უთხრა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და ამისთვის მოსახლეობა პასუხს არჩევნებზე გასცემს.

„მარტო ნეგატივზე გაქვთ მთელი კამპანია აგებული, არაფერი არ გაკეთდა 7 წელიწადი და ამიტომ მიიღებთ შედეგს, რაც საღამოს იქნება, კოკშიც და ყველგან“, - განაცხდა სანდრა რულოვსმა.

დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.

სად და რატომ ვირჩევთ მერებს და დეპუტატებს, დეტალები ნახეთ ამ ბმულზე.