მომღერალი ანრი ჯოხაძე ევროვიზიის შედეგებს და თამთა გოდუაძისთვის ქართველი ჟიურისგან 6 ქულის დაწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„თამთას 6 ქულა ქართული „პროფესიონალი„ ჟიურისგან.
რამდენი ქულაც არ უნდა დაუწეროთ მას, მაინც ვერასოდეს მიაღწევთ თამთას ლეველს!!!
მხოლოდ საქართველოში არ გაპატიებენ წარმატებას.
შური კლავს მეგობრებო !!!“, - წერს ანრი ჯოხაძე.
ქართველმა მომღერალმა ევროვოზოაზე კვიპროსის სახელით იმღერა. ნახეთ მისი შთამბეჭდავი გამოსვლა კონკურსის ფინალში.