17 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში 68 საჩივარი შევიდა

18:21 05-19-2019
46

17 საათის მონაცემებით, თბილისის ნომერ პირველ მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლების აქტივობამ 26.6 პროცენტი შეადგინა. შედარებისთვის, 2016 წლის მეორე ტურის არჩევნებში, 17 საათზე მთაწმინდის ნომერი პირველ მაჟორიტარულ ოლქში  ამომრჩეველთა აქტივობა 31 პროცენტი იყო.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 5 მუნიციპალიტეტში, სადაც მერებს ირჩევენ. 17 საათის მონაცემებით:

მარნეულში ამომრჩეველთა 27.2 პროცენტი ფიქსირდება. ზესტაფონში- 37 პროცენტი,  ჭიათურა - 37 პროცენტი, ზუგდიდი- 38.6 პროცენტი, ხულო - 49.5 პროცენტი,

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებია ამომრჩეველთა აქტივობა 17 საათისთვის ასეთია:

საგარეჯო - 67.8 პროცენტი, ახმეტა- 44.1, ადიგენი 45. 8 პროცენტი, ტყიბული 33.9, წყალტუბო- 40.9 პროცენტი,ოზურგეთი 37. 4 პროცენტი.

რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებს. ცესკოს მონაცემებით, ჯამში 68 საჩივარია შესული. აქედან 20 საჩივარი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაფიქსირდა, 5 საჩივარი ზესტაფონში, 11-ხულოში, 1- ოზურგეთში, 1-თბილისში და ყველაზე მეტი 30- ზუგდიდში.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

ავტორი: თაკო ტომარაძე