აშშ-ის პირველი ლედის ჟაკლინ კენედის გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა.
ჯეკი კენედი ამერიკის შეერთებულ შტატებში, არა მხოლოდ ყველაზე ეფექტური პირველი ლედი, არამედ 1970-იანი წლების მოდის საკულტო პირიც იყო. მისი გარეგნობა ყოველთვის შესაბამისი და თითქმის სრულყოფილი.
„მთავარია, სილუეტი ძალიან ვიწრო არ იყოს და ცოტა გაქანების საშუალებას იძლეოდეს. ფასონი იყოს ძალიან უბრალო, განსაკუთრებით საყელო და სახელოს ამოჭრის ადგილები.
არავითარი ზედმეტი და გადამტვირთავი ბაფთები, რუშები, სხვა დეტალები. სამაგიეროდ უძვირფასესი ღილები (შესაძლებელია, უნიკალურიც, რარიტეტულიც), უმაღლესი კლასის შესაკრავები… ფერებს რაც შეეხება, უმჯობესია მოუმწიფებელი გარგრის, ან ძალიან ბაცი ვარდისფერი, ისე კი, თეთრი სჯობია.
ფეხსაცმელიც სადა უნდა იყოს. თავზე დასაშვებია პატარა ქუდის მორგება. სასურველია თეთრი ხელთათმანები მკლავამდე“ - ამბობს ჯეკი.
თუმცა, ზოგჯერ რადიკალურადაც კი ცვლიდა ფერებს, მაგალითად, ბაცი იისფერი კაბაც კი სცმია და შესანიშნავი მუქი ლურჯიც, მაგრამ მისი სტილი და დონე უცვლელი რჩებოდა.
ჯეკი ვერ თმობდა უზარმაზარ სათვალეებს და მისი თმა, უფრო ხშირად დაფარული იყო აბრეშუმის თავსაბურავით.
ვიწრო შარვალები - მიდი სიგრძის ქვედა ბოლოები, მჭიდროს მომდგარი მაისურები, მოსწონდა ბოდეები, როგორც ბალერინებს და მოკლე კაბები. მისი შესანიშნავი სტილი, დღემდე ლიდერობს თანამედროვე მოდის სამყაროში.
„ქალი, პირველად სიყვარულით უნდა გათხოვდეს, მეორედ — ფულისთვის, ხოლო მესამედ — ნამდვილი მეგობრის შეძენის მიზნით“- განაცხადა ჟაკლინმა რამდენიმე წლის წინ.
პირველად, ის მართლაც სიყვარულით გათხოვდა.
თუმცა, ამ გრძნობას ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი დაემატა - ის ცოლად გაჰყვა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს.
მეორედ მან თავისი ცხოვრება პლანეტის უმდიდრეს კაცს დაუკავშირა, ხოლო მესამე არჩევანზე კი რატომღაც უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჟაკლინ ლი „ჯეკი“ ბუვიე კენედი ონასისი(ჟაცქუელინე ბოუვიერ), პირველი ქორწინებიდან გვარი კენედი, მეორედან - ონასისი, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც „ჯეკი“.
დაიბადა აშშ-ში 1929 წლის 28 ივლისის და გარდაიცვალა - 1994 წლის 19 მაისს.
ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ქალბატონი - 1961–1963 წლებში, ჯონ ფიცჯერალდ კენედის მეუღლე.
ჟაკლინმა,მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, ისტორიული არქიტექტორული ნაგებობების შენარჩუნებაში. მუშაობდა რედაქტორად რამდენიმე გამომცემლობაში.