34 წლის ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი მესამედ თხოვდება.
მისი რჩეული ამერიკელი კომიკოსი კოლინ ჟოსტია. მსახიობის წარმომადგენელმა დადასტურა ინფორმაცია, რომ წყვილს რამდენიმე ხნის წინ ნიშნობა ჰქონდათ. საქორწინო ცერემონიის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
სკარლეტი და კოლინი, ორი წელია ერთად არიან. კომიკოსი მსახიობისთვის, ეს პირველი ქორწინებაა, ხოლო სკარლეტისთვის - მესამე.
შეგახსენებთ, რომ იოჰანსონის პირველი მეუღლე ჰოლივუდის მსახიობი - რაიან რეინოლდსი გახლდათ.
მეორე კი ჟურნალისტი რომენ დორიანი, რომელთანაც ქალიშვილი - როუზი შეეძინა.