ეს არის ჩემი ცხოვრების დასასრული - ალენ დელონი პრიზის გადაცემის დროს ატირდა (ვიდეო)

15:04 05-20-2019
881

83 წლის ფრანგი მსახიობი ალენ დელონი კანის კინოფესტივალი 2019 „ოქროს პალმის რტოს“ პრიზის მფლობელი გახდა.

width=600

ვარსკვლავმა, მსოფლიო კინემატოგრაფიაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მსახიობმა ცრემლებით აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში, ეს ყველაზე ნათელი წერტილია.

1960-80-იანი წლების მთავარ სექს-სიმბოლოს, 2019 წლის კანის ფესტივალზე უამრავი ამაღელვებელი და საინტერესო მომენტები ჰქონდა.

width=600

კინოკარიერაში, წლების განმავლობაში ბრწყინვალე მოღვაწეობისთვის, ლეგენდარულ მსახიობს უძველესი და ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის ჯილდო - „ოქროს პალმის რტო“ გადაეცა. 

width=600

ცერემონიაზე მსახიობი, ქალიშვილთან - ანუშკისთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც მოდელ როსალი ვან ბრემენისგან ჰყავს.

width=600 

გოგონა, რომელიც მამის მგავსად სამსახიობო კარიერას მისდევს, წითელ ხალიჩაზე მამასთან, ლეგენდარულ ვარსკვლავთან ერთად პირველად პოზირებდა. 

width=600 

დელონი, ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა - კანის ფესტივალის ორგანიზატორებს და თაყვანისმცემლებს გაწეული წვლილისთვის დიდი მადლობა გადაუხადა: 

width=600

ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი კარიერის დასასრული, ჩემი ცხოვრების დასასრული, - განაცხადა დელონმა.

თუმცა, აქტიურმა და აღელვებულმა მაყურებლებმა ერთხმად შესძაძახეს - არა.

 

  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე