სოციალურ ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, ლელა სეთიელი(გელოვანი), რომელიც დღემდე ეძებს 5 წლის წინ გაუჩინარებულ ვაჟიშვილს პაატა გელოვანს, facebook-ის პირად გვერდზე შვილის ფოტოს აქვეყნებს.
გასულ წელს, უგზოუკვლოდ დაკარგული ბიჭის დედამ, საზოგადოებას თხოვნით მიმართა და შემაძრწუნებელი პოსტი გამოაქვეყნა:
„ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით, იქნებ, ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით. 2014 წლის 4 ნოემბერს, გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა. გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ. გააზიარეთ პოსტი გემუდარებით! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ გთხოვთ!“ - წერს ლელა სეთიელი.
„დეეეეეეე, გელოდები როდის მომილოცავ დაბადების დღეს!“ - წერს გაუჩინარებული ბიჭის დედა.
შეგახსენებთ, რომ პაატა გელოვანი 2014 წლის 4 ნოემბერს სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბულებულა. გაუჩინარებული ახალგაზრდა ქ. თბილისში მელიქიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა.