2015 წლის 2 ნოემბერს, 25 წლის მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა, ახალი სიმღერის „I’ll Show You“ კლიპი გამოუშვა.
კლიპში ჯასტინი, ისლანდიაში მდებარე ფიადრარგლიუფურის(Fjadrargljufur) კანიონის კლდეებზე დარბის, „Calvin Klein“-ის ბრენდის ტრუსებში გაყინულ წყალში ცურავს და მაღალი მთიდან ხტება.
პორტალ „Associated Press“- მა გაარკვია, რომ ვიდეოს გამოსვლის შემდეგ, კანიონის მიმართ ინტერესი მკვეთრად გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - Fjadrargljufur-ის კანიონი მილიონმა ადამიანმა მოინახულა.
გარემოს დაცვის წარმომადგენელმა ჰანა იოჰანსდოტირმა განაცხადა, რომ ამ მილიონმა სტუმარმა დიდი ზიანი მიაყენა კანიონს - გაჩნდა უამრავი ნაგავი და წყალი დაბინძურდა. Fjadrargljufur-ის კანიონის წარმომადგენლებმა, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კანიონი დაეხურათ და წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ხუთი კვირის განმავლობაში გაეხსნათ. კანიონის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კანიონი, ამ რეჟიმში იმუშავებს, სანამ მთლიანად აღდგება წყლის ხარისხი და გარემო.
ისლანდიის გარემოსადა ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გუდმუნდურ ინგი გუდბრანდსონმა აღნიშნა, რომ ჯასტინი ამ სიტუაციაში დამნაშავე არ არის.
„სიმართლე გითხრათ უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჯასტინ ბიბერმა კლიპი გადაიღო, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ იყო შემოღობილი და არც მონიშნული კანიონის ის ტერიტორია, სადაც აკრძალული იყო ფეხით სიარული“- ამბობს მინისტრი.