ქმრების გარეშე აკრძალულია - სინგაპურში ქართველი ქალები არ შეუშვეს

17:00 05-21-2019
923
თეგები: სინგაპური

ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების ქსელის „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მათ ორ თანამშრომელს სინგაპურის საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

მიზეზი სინგაპურის მთავრობის მიერ მიღებული კანონია, რომლის მიხედვითაც, 45 წლამდე გასათხოვარ და მარტოხელა ქალს მათ ქვეყანაში შესვლა არ შეუძლია. ხოლო, ის ვინც გათხოვილია, სინგაპურში შესვლის უფლება მხოლოდ ქმართან ერთად აქვს. 

„ჩემი თანამშრომლები სინგაპურში მივლინებით მიდიოდნენ, საიდანაც ავსტრალიაში უნდა გადასულიყვნენ. თუმცა, ამ კანონის გამო მათ ვიზა არ მისცეს. უთხრეს: თუ სინგაპურში გინდათ შესვლა, მაშინ ქმრებთან ერთად უნდა წახვიდეთ. მე პირადად, სამსახურიდან გამომდინარე, სინგაპურში არაერთხელ ვარ ნამყოფი, თუმცა ასეთი პრობლემა აქამდე არასდროს შემქმნია. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული კანონი სინგაპურის ხელისუფლებამ მარტის თვის ბოლოს მიიღო“,- განაცხადა მარიამ კუკუნაშვილმა.

ავტორი: თაკო ტომარაძე