რუსეთში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი რეზო გიგინეიშვილი ინსტაგრამზე უფროსი ქალიშვილის ფოტოს და პოსტს აქვეყნებს.
გიგინეიშვილის ქალიშვილი მარია, 13 წლისაა - ის, ამერიკაში ცხოვრობს დედასთან ერთად. მის ფოტოებს იშვიათად შეხვდებით სოციალურ ქსელში!
რამდენიმე დღის წინ, პროდიუსერმა Instagram-ზე მაშას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: - უფროსი. მარია რევაზის ასული!“.
ფოტოს, სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა - „ნამდვილი სილამაზე იზრდება!“ - წერენ თყვანისმცემლები.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი პროდიუსერი, პირველად 2005 წელს დაქორწინდა - მისი რჩეული, მომღერალი ანასტასია კოჩეტეკოვა გახდა.
ერთი წლის შემდეგ, მათ ქალიშვილი მარია შეეძინათ. 2009 წელს წყვილი ერთმანეთს გაეყარა.
ანასტასიასთან განქორწინების შემდეგ, 2010 წელს გიგინეიშვილი მსახიობ ნადეჟდა მიხალვკოვზე დაქორწინდა, რომელიც ცნობილი რუსი რეჟისორის და მსახიობის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილია.
ყოფილ წყვილს, ქალიშვილი ნინო და ვაჟი ივანე შეეძინა. 2017 წელს ისინი ერთმანეთს გაეყარნენ.
ქართველი პროდიუსერი ამ ეტაპზე ნადეჟდა ობოლენცევაზეა შეყვარებული.
იხ. ფოტო: