დაიბადა იშვიათი სახეობის შავი მარტორქა, რომელსაც 15 თვე ელოდებოდნენ - ვიდეო

12:52 05-22-2019
155

19 მაისს, იშვიათი სახეობის მარტორქა დაიბადა, რომელსაც წელიწადზე მეტია ელოდებოდნენ.

width=600

კვირას,19 მაისს 13 წლის კაპუკმა ჩიკაგოში, ლინკოლნ პარკის ზოოპარკში იმშობიარა - პატარას სახელი, ჯერ კიდევ უცნობია. 

15 თვიანი ფეხმძიმობის გასვლის შემდეგ, ვაცხადებთ, მოხარულნი ვართ, რომ კაპუკმა იმშობიარა! - კაპუკის დედის ინსტინქტები განუვითარდა, დაინახეს, როგორ ეფერებოდა პატარას“- აცხადებენ witter- ზე ზოოპარკის წარმომადგენლები.  

CNN-ის ინფორმაციით ცხოველთა მოვლისა და ვეტერინარული ბრიგადის წევრები, დისტანციური კამერებით აკონტროლებენ კაპუკის და ხბოს, რათა მათთან პირდაპირი კავშირი ჰქონდეთ. ისინი ჩაერევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისის განვითარებას დაინახავენ. ცხოველები, იმ დრომდე არ გამოჩნდებიან საზოგადოებაში, სანამ პატარა არ წამოიზრდება - სქესი, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. 

ზოოპარკის წარმომადგენლების ინფორმაციით, ხბოს დაბადებიდან პირველი 48 საათი მნიშვნელოვანია. პატარამ უკვე გადაიტანა ცხოვრების მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი ეტაპები - პატარა, 15 წუთში დადგა ფეხზე.  

width=600

„დაბადება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ზოოპარკს, კიდევ ერთი ცხოველი დაემატება. იგი ასევე წარმოადგენს რთულ საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას, რომლებიც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას - განაცხადა ძუძუმწოვრების კურატორმა მაიკ მიურეამ გასული წლის მარტში, როდესაც ზოოპარკმა კაპუკის ორსულობა გამოაცხადა.

აღმოსავლური შავი მარტორქა ბრაკონიერების გამო, კრიტიკულად გადაშენების პირას მყოფ სახეობებს მიეკუთვნება. შავი მარტორქების რიცხვი, მსოფლიო ველური ბუნების ფონდის მონაცემებით, 1960- 1995 წლებში 98% -ით შემცირდა. ცნობილია, რომ მათი რქები ტრადიციულ აზიურ მედიცინაში, წამლების ერთ-ერთი ინგრედიენტია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება მსოფლიოსთვის იშვიათი სახეობების შენარჩუნების საქმეში!

შეგახსენებთ, რომ შავ ბაზარზე, ერთი კილოგრამი მარტორქის რქა 60 ათასი დოლარი ღირს - თითოეული, რამდენიმე კილოგრამს იწონის.

გასული წლის 8 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჩესტერის ზოოპარკში, იშვიათი სახეობის შავი მარტორქა დაიბადა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 12 წლის აღმოსავლეთაფრიკულ მარტორქა მალინდის, მშობიარობა დღისით დაეწყო, მაშინ როცა მარტორქები, როგორც წესი, ნაშიერებს ღამით ან გამთენიისას აჩენენ. ზოოპარკის მომვლელების ინფორმაციით, დაბადებიდან 15 წუთში, პატარა მარტორქა ფეხზე დადგა.

დასავლეთ აფრიკული შავი მარტორქა კი, ოფიციალურად გადაშენებულად გამოცხადდა. ჩვენს პლანეტაზე, ამ სახეობის არცერთი ეგზემპლარი აღარ შემორჩა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე