ინდოეთის არჩევნების მიმოხილვა - რით დაამახსოვრდება ის მსოფლიოს

12:22 05-23-2019
180

ინდოეთში  თანამედროვე ისტორიის ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული არჩევნები დასრულდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ნაციონალ-დემოკრატიულ ალიანსი“ ახალ პარლამენტში 543 ადგილიდან მინიმუმ 310-ს დაიკავებს. წინასწარი მონაცემებით, 100 მანდატს ოპოზიციური „გაერთიანებული პროგრესული ალიანსი“ მიიღებს. კენჭისყრის საბოლოო შედეგი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.  

Image

არჩევნებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით თვენახევარი მიმდინარეობდა, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. „პრაიმტაიმი“ კი, ისტორიული არჩევნებიდან იმ ამბებს გთავაზობთ, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა.

ოქრო, სასმელი, ნარკოტიკი - პარტიები ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობდნენ

Image

Image

არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან ორი კვირის განმავლობაში ინდოეთში პოლიციამ: 80 მილიონი დოლარის ღირებულების ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ოქრო და სხვა საშუალებები ამოიღო, რომელიც, ამომრჩევლის მოსასყიდად იყო განკუთვნილი.

საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ორი კვირის განმავლობაში 22 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის სახით ამოიღეს. ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია კი, სამხრეთ ინდოეთში იყო, სადაც 8 მილიონამდე ნაღდი ფული ამოიღეს.

„სულიერი შესვენება“ არჩევნების წინ

ნარენდრა

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ საყოველთაო არჩევნების წინ „სულიერი პაუზა“ აიღო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, როგორ მედიტირებს 68 წლის მოდი​ ჰიმალაის მთებში. ის ინდუიზმის მიმდევარი ღვთაების შივას წმინდა ტაძარს ეწვია. 

თითის გარეშე დარჩენილი ამომრჩეველი

„ბიბისი“

ეს ისტორიაა, რომელზეც მსოფლიოს თითქმის ყველა მედიასაშუალებამ დაწერა. ბიჭი ინდოეთიდან, რომელმაც არასწორი არჩევანის გამო თითი მოიჭრა. 

პავან კუმარის თქმით, მან შეცდომით მმართველ „ინდოეთის სახალხო პარტიას“ (BJP) მისცა ხმა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ინდოელი ამომრჩეველი განმარტავს, ის ხმის მიცემას ტეგინული პარტიისთვის გეგმავდა.

ინდოეთში თითოეული ამომრჩევლის საჩვენებელ თითს მელნით ნიშნავენ მას შემდეგ, რაც მოქალაქე საარჩევნო უბანზე საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს.

მსხვერპლი და არჩევნები

Image

ინდოეთში 900 მილიონზე მეტი ამომრჩეველი და მილიონზე მეტი უბანი იყო. პროცესს მილიონი ადამიანი აკვირდებოდა. 300 მათგანი კი, დაღლილობისგან და სტრესისგან გარდაიცვალა. 

Related

იმისათვის, რომ ე.წ. კარუსელი  თავიდან აერიდებინათ, ამომრჩევლებს საჩვენებელ თითზე რთულად მოსაშორებელ მელანს უსმევდნენ.  საარჩევნო პროცესის სირთულის გამო კი, ხმის მიცემა შვიდ ეტაპად განხორციელდა. 

„ისტორიული“ შედეგი 

Image

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ქვეყანამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 

ახალ პარლამენტში 543 ადგილიდან მინიმუმ 310-ს დაიკავებს. ეს კი ნიშნავს, რომ მმართველ ალიანს პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

წინასწარი მონაცემებით, 100 მანდატს მიიღებს ოპოზიციური „გაერთიანებული პროგრესული ალიანსი“. კენჭისყრის საბოლოო შედეგი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.

თუ წინასწარი მონაცემები არ შეიცვალა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ ნარენდრა მოდი გახდება. 

ავტორი: თათია ცუკოშვილი