2020 წლის აპრილიდან ინგლისში პლასტიკური ჭურჭლის გამოყენება აიკრძალება, რის მიხედვითაც პლასტიკური ნარჩენები მკვეთრად შემცირდება.
„ბრიტანეთის მთავრობამ აკრძალვის შესახებ, ღია საჯარო კონსულტაციის შემდეგ დაადასტურა“ - ნათქვამია გარემოსდაცვის თანამდებობის პირთა განცხადებაში.
ოფიციალური მონაცემებით, ინგლისში ყოველწლიურად გამოიყენება 4,7 მილიარდი პლასტმასის ბოთლი, 316 მილიონი პლასტმასის წვენის საწრუპი და 1.8 მილიარდი პლასტმასის ყურის ბამბის ჩხირი, რომელთა 10% ტუალეტებში იყრება.
პლასტიკური ჭურჭლით დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და გარემოს დაცვის მიზნით, სასწრაფო და გადამწყვეტი ქმედებაა საჭირო - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა მაიკლ გოვმა.
ნივთები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურედ იყენებს, წლების განმავლობაში არ ტყდება და ხშირად იყრება ზღვებსა ფა ოკეანეებში, რომელიც ცოცხლისათვის საშიშია. იმედი გვაქვს, რომ ეს აკრძალვა შეამცირებს პლანეტაზე დაბინძურების ზომებს - ოკეანეეში, ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ზღვის ძუძუმწოვარი და 1 მილიონამდე ფრინველი იხოცება. ამ ეტაპზე, ოკეანეებში დაახლოებით 150 მლნ ტონა პლასტმასის ნივთია - 2025 წლისთვის შესაბამისად, ეს მაჩვენებელი გაიზრდება.
რამდენიმე დღის წინ, 187 ქვეყნის მთავრობა შეთანხმდა, რომ ქვეყნის საზღვრების ირგვლივ გააკონტროლოს პლასტიკური ნარჩენების გადაადგილება, თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები მათ შორის არ იყო.
„ახალი საერთაშორისო ნაბიჯი - ეს, დიდი ხნის ნანატრი ნაბიჯია პლასტიკური ნარჩენების ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად და გლობალურ მართვის სისტემასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის აღდგენისათვის- აცხადებს მსოფლიო ბუნების ფონდის წარომადგენელი.
მსგავსი ზომების მიღებას, ასევე აპირებენ - შოტლანდიისა და უელსის სახელმწიფოები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს ერთჯერადი პლასტიკის ნივთების გამოყენებას.
2021 წლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალება: ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება (ჩანგლები, კოვზები, დანები), ერთჯერადი თეფშები, წვენის საწრუპი, ყურის ბამბის ჩხირი, კვების კონტეინერები და ჭიქები.