ერთიან ეროვნული გამოცდებზე აბიტურიენტებს უფლება აქვთ სამი სავალდებულო საგნის გარდა, არჩევითი საგნებითაც ისარგებლონ. 2019 წელს ყველაზე მოთხოვნადი საგნები აბიტურიენტებისთვის ისტორია და გეოგრაფიაა. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ისტორია აირჩია - 12500-მდე აბიტურიენტმა;
გეოგრაფია აირჩია - 11500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
მათემატიკა აირჩია - 7500-მდე აბიტურიენტმა;
ბიოლოგია აირჩია - 5000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
ლიტერატურა აირჩია - 3500-მდე აბიტურიენტმა.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია 3 აპრილიდან 12 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. წელს ეროვნული გამოცდებისთვის 41 000- ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.