გაბრიელა უინძორის და ტომ კინგსტონის ქორწილის ცერემონია, რომელიც უინძორის სასახლეში 18 მაისს გაიმართა, ყველა სამეფო ტრადიციის დაცვის მიხედვით დასრულდა.
ახალდაქორწინებულმა წყვილმა დედოფალი და ახლო ნათესავები, წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრიდან, სადღესასწაულო ფოტოსესიაზე მიიწვია.
პროტოკოლის წესების განხორციელების შემდეგ, წყვილი სტუმრებთან ერთად, დღესასწაულის აღსანიშნავად ლონდონში გაემგზავრა.
ცერემონია კეიტ მოსის და კარა დელევინის ერთ-ერთ საყვარელ რესტორანში - „Tart“-ში ჩატარდა.
სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ პრინცესა ბეატრისი მეუღლესთან, ედუარდო მინელ მოცისთან ერთად,
პიპი და ჯეიმს მიდლტონი
და ასევე მსახიობი ენ ჰეტეუეი და მისი მეუღლე - ადამ შულმანი.
პატარძალი, სადღესასწაულო საღამოზე „Luisa Beccaria“-ს ბრენდის კაბაში პოზირებდა. გაბრიელა საკათედრო ტაძარში იგივე ბრენდის დიზაინის კაბაში გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ლედი გაბრიელა, მაიკლ დე კენტის - პრინცისა და პრინცესას ქალიშვილია.
გაბრიელასთვის უინძორის სასახლე განსაკუთრებულია.
მას უამრავი შობა, თუ დღესასწაული აქვს გატარებული. თავად 23 აპრილს არის დაბადებული წმ. გიორგის ხსენების დღეს(ძვ. სტილით) და ცნობილია, რომ გაბრიელა და ტომი წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დაიწერენ ჯვარს.