შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2019 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) ქვეყნის მასშტაბით 16 301 060 ლარის ოდენობის 415 889 ვიდეო-ჯარიმა გამოიწერა.
ვიდეო ჯარიმების რაოდენობით პირველ ადგილზე - თბილისი, მეორეზე - კახეთი, მესამეზე ადგილზე კი - აჭარა.
დედაქალაქში დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერებმა იანვარში, თებერვალსა და მარტში 279 875 საჯარიმო ფაქტი დააფიქსირეს, რაც ჯამში 10 258 120 ლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი - 40 192 ვიდეო-ჯარიმა თბილისში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ფიქსირდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული ჯარიმების ადრესატებმა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ქალაქის ამ მონაკვეთში საგზაო მონიშვნის წესები დაარღვიეს.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ვიდეოჯარიმების ყველაზე მცირე რაოდენობით გურია გამოირჩევა. აღსანიშნია, რომ გურიის მასშტაბით ვიდეოჯარიმები მხოლოდ ოზურგეთში დაფიქსირდა. სულ 2 772, საიდანაც ბიუჯეტში გადასახდელი თანხა 147 400 ლარია.
გთავაზობთ ვიდეო ჯარიმებისა და მათგან ბიუჯეტში გადასახდელი თანხის რაოდენობას რეგიონების მიხედით.
2019 წლის I კვარტალი:
აჭარა - 34 564 ვიდეო ჯარიმა - 1 276 750 ლარი.
ოზურგეთი - 2 772 ვიდეო ჯარიმა - 147 400 ლარი.
თბილისი - 279,875 ვიდეო ჯარიმა - 10 258 120 ლარი.
იმერეთი - 37 268 ვიდეო ჯარიმა - 1 507 450 ლარი.
კახეთი - 7 591 ვიდეო ჯარიმა - 398 390 ლარი.
მცხეთა-მთიანეთი - 4 551 ვიდეო ჯარიმა - 258 000 ლარი.
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 13 316 ვიდეო ჯარიმა - 686 500 ლარი.
სამცხე ჯავახეთი - 8 357 ვიდეო ჯარიმა - 430 650 ლარი.
ქვემო ქართლი - 17 486 ვიდეო ჯარიმა - 1 028,250 ლარი.