კვენტინ ტარანტინო კრიტიკოსებს მიმართავს! - კანის ფესტივალის ეპოპეა ფილმის "ერთხელ ჰოლივუდში" ვარსკვლავების მონაწილეობით გრძელდება

17:02 05-23-2019
249

კვენტინ ტარანტინომ კანის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საკუთარი ფილმი - „ერთხელ ჰოლივუდში(ONCE UPON A TIME IN HOLLYWOOD) წარადგინა.

width=600ჩვენებას, ფილმის მთავარი გმირები, ლეგენდარული სამეული - ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი და მარგო რობი ესწრებოდნენ.

width=600

ფილმის პრემიერაზე, კინოფესტივალზე დასწრების მსურველთა რეკორდული მაჩვენებელი შეიმჩნეოდა.  

width=600

ღონისძიებაზე, ტარანტინომ და მისი ახლი ფილმის გმირებმა, კიდევ ერთხელ უპასუხეს დასმულ კითხვებს.

 width=600

ფილმის სიუჟეტი 1960-იანი წლების ბოლოს, ჰოლივუდში ვითარდება. ჩარლზ მენსონის ბრძანებით, მენსონების კრიმინალური ოჯახის წევრებმა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლის მაცხოვრებლები დახოცეს, მათ შორის რომან პოლანსკის ორსული ცოლი – შერონ ტეიტი, რომლის როლს ფილმში მარგო რობი ასრულებს.

width=600

ტრეილერში, ფილმის დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ თავად ტარანტინო იმ კრიტიკოსებს, ვინც ფილმი უკვე ნახა სთხოვს - „აუდიტორიას, ფილმის ნახვის ინტერესი რომ არ გაუნელდეს, სოციალურ ქსელში არ დაასპოილერონ“.  

ავტორი: რუსა ღვანიძე