მთელ მსოფლიოში მათ მილიონობით ადამიანი ეთაყვანებოდა - ფილმები, მათი მონაწილეობით წლების განმავლობაში სამუდამოდ მსოფლიო კინოკლსიკის ჟანრის ფილმებად დარჩა - მათი გარეგნობა კი, დღემდე მამაკაცის სილამაზის ეტალონად ითვლება.
გთავაზობთ მე -20 საუკუნის ყველაზე მიმზიდველი მამაკაცების სიას:
1. მარლონ ბრანდო:
ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მარლონ ბრანდო, რომელიც მერლინ მონროს წლების განმავლობაში სიგიჟემდე უყვარდა
- ცნობილი გახდა მისი როლის შემდეგ ფილმიდან - „ტრამვაი სახელად სურვილი(Streetcar Named Desire), რომელმაც ოთხი ნომინაციიდან სამი ოსკარი აიღო სამსახიობო კატეგორიაში . მარლონი, ოფიციალურად არა მარტო სამჯერ დაქორწინდა, არამედ ქორწინების გარეთ ურთიერთობები ხშირად ჰქონდა. შედეგად, მსახიობი რვა შვილის მამაა. ის იყო მსახიობი, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს მოღვაწეობდა კინო სამყაროში.
მარლონ ბრანდო დაიბადა 1924 წლის 3 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
2. ალენ დელონი
მსოფლიო კინოს ისტორიაში ცოტაა ისეთი შემთხვევა, როცა მსახიობი გამოჩენისთანავე იპყრობს მილიონობი მაყურებლის ყურადღებას და არა მხოლოდ ყურადღებას.
ალენ დელონი მრავალი თაობის კერპად და მამაკაცური სილამაზის ეტალონად იქცა. ის, სამოციანელების ნამდვილ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. მისმა არაჩვეულებრივად ლამაზმა თვალებმა და გარეგნობამ, უამრავი ქალბატონის გული დაიპყრო. ალენ დელონი კინემატოგრაფიის ისტორიაში შევიდა როგორც ლამაზი, მეამბოხე, ენიგმატური და ფატალური მამაკაცი.
ალენ დელონი - 1935 წლის 8 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ სოში დაიბადა.
3. ალ პაჩინო
მთავარი როლი, რომელმაც მსახიობს წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა - ჯონ კორლეონის როლი - ნათლიმამა იყო.
ამ ფილმის გარდა, ალ პაჩინო სხვა ფილმებშიც მონაწილეობდა, რომელიც მოგვიანებით მსოფლიო კინოს კლასიკად იქცა. ამ ეტაპზე მსახიობი 75 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ ფანტასტიკურ ფორმაშია და შესანიშნავად გამოიყურება. მიღებული აქვს ისეთი ჯილდოები როგორებიცაა ოქროს გლობუსი, ოსკარი, ემი, ტონი და სხვა. მსახიობობასთან ერთად იგი რეჟისორიცაა. სახელი გაითქვა ფილმებით „ქალის სურნელი“, „ნაიარევი სახე“,
ალ პაჩინო - 1940 წლის 25 აპრილს აშშ-ში დაიბადა.
4. ჟან-პოლ ბელმონდო
მსახიობმა, ორმოცდაათამდე ფილმში ითამაშა, მაგრამ მთავარი სურათი მის ცხოვრებაში, ფილმი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე(À bout de souffle). მილიონობით ადამიანის საყვარელმა მსახიობმა, უჩვეულოდ ლამაზი ღიმილი შექმნა, რომელსაც უამრავი ქალბატონი სიგიჟემდე მიყავდა.
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმით „პროფესიონალი“. 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს — სეზარის გამარჯვებული, მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში „ბედით განებრივებული“.
ჟან-პოლ ბელმონდო - დაიბადა 1933 წლის 9 აპრილს საფრანგეთში.
5. ადრიანო ჩელენტანო
იტალიელი მსახიობი ადრიანო ჩელანტანო, რომელსაც ფილმმა - ჭირვეულის მორჯულება უდიდესი წარმატება და პოპულარულობა მოუტანა.
81 წლის მსახიობი, მუხედავად მისი ასაკისა, ამ ეტპზეც ბრწყინვალე ფორმაშია. მსახიობი, რამდენიმე ისტრუმენტს ფლობს, შესანიშნავად ცეკვას და მღერის.
ადრიანო ჩელენტანო - 1938 წლის 6 იანვარს იტალიის ქალაქ დაიბადა.