,,მოყვარულთა თასი“ 2019 გამარჯვებული მლაშეს გუნდი (რაჭა) გახდა

13:58 05-27-2019
55

26 მაისს დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, კულტურის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება, რომელიც ეროვნული ჰიმნით დაიწყო ადგილობრივი ანსამბლების მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებისაგან შედგებოდა. მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ მიულოცა.

26 მაისის აღნიშვნა ადიგენში სპორტული ღონისძიებით დასრულდა. ,,მოყვარულთა თასის“ ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ადიგენისა და მლაშეს გუნდები, საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მლაშეს გუნდმა (რაჭა) -მ მოიპოვა, ამრიგად ,,მოყვარულთა თასი“ 2019 გამარჯვებული მლაშეს გუნდი (რაჭა) გახდა. ფინალში გასულ ორივე გუნდს და სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ ფეხბურთელებს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო, სამახსოვრო თასები, მედლები და სხვა ფასიანი საჩუქრები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავჯდომარემ გადასცეს.