ერთობლივი ოჯახური ცხოვრება, იოლი ნამდვილად არ არის - უთანხმოებები, ზოგჯერ კინკლაობა და ღალატი ხშირია ერთად ყოფნის დროს. მამაკაცები, როგორც ჩვეულებრივ გოგონებს, ასევე ცნობილ ლამაზმანებსაც კი ღალატობენ.
გაგაცნობთ იმ ქალბატონებს, ვის გამოც, მამაკაცებმა ყველაზე მიმზიდველი ჰოლივუდის ვარსკვლავები მიატოვეს:
ჯენიფერ ენისტონი
ვის არ სმენია ჯენიფერ ენისტონის, ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის სიყვარულის სამკუთხედის შესახებ?
ბრედის ღალატის შემდეგ, ჯენიფერი 5 წელის განმავლობაში ტრაგიკულად გაიცდიდა ოჯახის დანგრევას. ბრედმა, 12 წლის განმავლობაში პირველად ჯენიფერს განქორწინების შემდეგ ბოდიში მოუხდა.
ჯენიფერ ენისტონი, ბრედთან განქორწინების შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ, ჯასტინ ტერუს შეხვდა და რამდენიმე ხანში, ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში საიდუმლოდ იქორწინეს. თუმცა, წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გასულ წელს, ვარსკვლავები ერთმანეთს დაშორდნენ.
უმა თურმანი
ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი - ეს არ არის ერთადერთი წყვილი, რომლებიც ჯოლის გამო დაიშალა. 2004 წელს, ფილმის „სიცოცხლეზე მონადირე“(TAKING LIVES) გადაღების დროს, ანჯელინამ მოახერხა ითან ჰოუკის „გულის მონადირება“, რომელიც ამ დროს უმა თურმანის მეუღლე იყო. ამის შემდეგ თურმანი მოღალატე ქმარს მალევე გეყარა. ამ ეტაპზე, უმა სამ შვილს მარტო ზრდის.
სანდრა ბალოკი
ჯესი ჯეიმსი და სანდრა ხუთი წლის დაქორწინებულები იყვნენ, როცა ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი სანდრას ხშირად ღალატობდა. ერთ-ერთი მისი საყვარელი - მოდელი მიშელ მაკ-გი(Michelle McGee) იყო. ღალატის გაგების შემდეგ, სანდრამ დაუყოვნებლივ შეიტანა განცხადება განქორწინებაზე. ამ ეტაპზე, ბალოკი ორ შვილს ზრდის - ვაჟიშვილ ლუის და ქალიშვილ ლეილას.
ჯენიფერ გარნერი
ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი - საბოლოოდ, გასულ წელს ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. მიზეზად, ბენის კრისტინა უზუნიანთან ღალატი დასახელდა - ძიძა, რომელიც მათი შვილების მომვლელი იყო. რთული ვითარების მიუხედავად, ყოფილმა მეუღლეებმა შეძლეს მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და მოსიყვარულე მშობლებად დარჩენა, რომლებიც თავიანთ შვილებს ერთად ზრდიან.
მარია შრაივერი
მარია შრაივერი და არნოლდ შვარცენგერი იდეალური წყვილის სახელით იყვნენ ცნობილები, სანამ გაირკვა, რომ არნოლდი წლების განმავლობაში ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდა. მან მარიას, სახლის დამხმარე შინამოსამსახურე ქალბატონთან მილდრედთან უღალატა, რომელმაც 1997 წელს, არნოლდს უკანონოდ შვილი - ჯოსეფი გაუჩინა. ღალატიდ გარკვევის შემდეგ მარია შრაივერმა არნოლდთან ურთიერთობები გაწყვიტა. ამ ეტაპზე წყვილი, მხოლოდ მნიშვნელობან ოჯახურ ღონისძიებებზე ხვდება ერთმანეთს.
დემი მური
მიუხედავად 16 წლიანი ასაკის სხვაობისაა, ეშტონ კატჩერი და დემი მური 8 წლის განმავლობაში ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეშტონი დიდი ხნის მანძილზე, მის მეუღლეს, სტუდენტთან სარა ლისთან ღალატობდა. მსახიობმა, თავად აღიარა ღალატი, რის შემდეგაც დემიმ განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა. ამ ეტაპზე კატჩერი ოფიციალურ ქორწინებაშია მილა კუნისთან და ოჯახთან ერთად თავს ბედნიერედ გრძნობს. დემი მური კი დღემდე ახალი რომანის ძიებაშია.
გვენ სტეფანია
გვენ სტეფანის და გევინ როსდეილა ქორწინება იმ დროს დასრულდა, როდესაც გუენმა მისი მეუღლის და მათი სამი შვილის ძიძის, მენდი მენის „ინტიმური“ მესიჯები აღმოაჩინა.
ეს მართლაც მოულოდნელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, - ამბობს სტეფანი.