ოსკაროსანი მსახიობები ჯარედ ლეტო, რენე ზელვეგერი, შარლიზ ტერნი, რობერტ დე ნირო და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც ფილმში მონაწილეობის გამო, ექსტრემალური ექსპერიმენტის შედეგად დაიკლო, ან მოიმატა წონაში.
შარლიზ ტერონი და რენე ზელვეგერი - ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც მკაცრი დიეტის შემდეგ 15 კილოგრამზე მეტი დაიკლო!
ჰოლივუდში უამრავი შემთხვევა მოხდა, როცა როლისთვის, მსახიობებმა წონაში დასაკლებად და ზოგ შემთხვევაში მოსამატებლად, ძალიან მკაცრი ექსპერიმენტები ჩაატარეს და იმიჯი სრულიად შეიცვალეს.
მსახიობ რენე ზელვეგერს იმისათვის, რომ ყველასათვის საყვარელი ბრიჯიტ ჯონსი ეთამაშა, ბევრჯერ მოუწია წონაში მომატება და დაკლება.
მთლიანობაში, მან 14 კილოგრამი მოიმატა წონაში, რაც მის ჯანმრთელობაზე საკმაოდ უარყოფითად აისახა.
შარლიზ ტერონსაც მოუწია გასუქება, რათა სერიოზული მკვლელის უფრო რეალური სახე შეექმნა ფილმში „მონსტრი“.
ზედმეტი 15 კილოგრამი, ჩასმული ყბა, გაპარსული წარბები და გრიმი - აი, ასე გამოიყურებოდა მანიაკი ქალი.
საკუთარ წონასთან ექსპერიმენტებს ატარებდა რობერტ დე ნიროც. მაგალითად, ფილმისთვის „ ცოფიანი ხარი“, ლეგენდარული მოკრივის ლამოტას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა და თავად მისი როლი განასახიერა.
მაგრამ მალე მოუწია სპორტული მუსკულატურის დავიწყება, რადგან 27 კგ მოიმატა ახალი პერსონაჟისთვის.
ტომ ჰენკსი
კრის პრატი
ჯონ ჰილი
ჯარედ ლეტო
კრის ჰემსვორტი
კოლინ ფარელი