33 წლის ირინა შაიკი და 44 წლის ბრედლი კუპერი პაპარაცებმა ლოს-ანჟელესში, ქალიშვილთან ერთად დააფიქსირეს.
ირინა და ბრედლი ბრენტვუდის ქუჩებში ორი წლის ქალიშვილ ლეიასთან ერთად გამოჩნდნენ. მშობლებმა, ბავშვის ნაყინი უყიდეს და „პასიფიკ-პელისეიდსის“ პარკში ერთად გაისეირნეს.
სუპერმოდელი, შავი ფერის სვიტერში და ჯინსის შარვალში, ხოლო მსახიობი სპორტიულ ფორმაში იყო ჩაცმული - პატარა ლეია კი, ყვავილებიან თეთრ კაბაში და წითელ ლოსინებში.
ირინა და ბრედლი ბეისბოლის სტადიონის მახლობლად მდებარე პარკში იმყოფებოდნენ. ვარსკვლავური მშობლები ბალახზე ისხდნენ, საუბრობდნენ და ქალიშვილთან ერთად მხიარულად თამაშობდნენ.
შეიკმა, ინსტაგრამის პირად გვერდზე, ერთ-ერთი ფოტო გამოაქვეყნა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შეიკი და ბრედლი ისევ ერთად არიან. ცნობილი წყვილი, გულშემატკივრებმა რამდენიმე ხნის წინ ერთად დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ კუპერის და ლედი გაგას რომანის შესახებ ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა, რაც შეიკი „Met Gala“-ს კოსტიუმების მეჯლისზე ბრედლის გარეშე იმყოფებოდა.