როგორ გამოიყურებოდა ბარაქ და მიშელ ობამას ქალიშვილი სკოლის გამოსაშვები საღამოს მეჯლისზე

20:00 05-27-2019
509

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ბარაქ ობამას 17 წლის ქალიშვილი, სკოლის გამოსაშვები საღამოს მეჯლისზე ელეგანტურად გამოწყობილი გამოცხადდა. 

width=600

ბარაქის და მიშელ ობამას უმცროსი ქალიშვილი საშა ივნისში, უკვე 18 წლის ხდება. გასულ კვირას, სოციალურ ქსელში საშას ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის უმცროსი გოგონა, საღამოს კაბაში საკმაოდ თამამად პოზირებს. 

width=600   

„Twitter“-ზე გავრცელდა ფოტო, სადაც გოგონას, გამოსაშვებ საღამოზე ვინმე, კრის მილტონი უწევს კომპანიონობას. საშას უფროსი დის მალიას კომენტარებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა, მათი ბიძაშვილია.

რამდენიმე ხანში სოციალური ქსელიდან ფოტო აიღეს, მაგრამ მისი გაზიარება, ინტერნეტის მომხმარებლებმა მაინც მოახერხეს.

რამდენიმე ხანში თავად მალიამ „Instagram“-ზე ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა: - „ჩემი უმცროსი და გამოსაშვებ საღამოზე“ - წერს მალია. 

საშამ მეჯლისისთვის უბრალო, მაგრამ ელეგანტური შავი ატლასის კაბა, ღრმა დეკოლტეთი ირჩია.  

ფოტოკოლაჟში საშას დედა მიშელიც პოზირებს - „Twitter“-ის მომხმარებლები კომენტარებში ხუმრობდნენ, რომ ბარაქ ობამა ქალიშვილის მეჯლისს არც დაეწრო, რადგან მან, საღამოზე რამდენიმე საიდუმლო აგენტი გაუშვა.