100 წლის ქალბატონი ქალაქის საკრებულოს დეპუტატი გახდა

16:48 05-28-2019
132

ასაკოვანმა ქალბატონმა პოლიტიკაში წასვლა, საცურაო აუზის აღდგენის გამო გადაწყვიტა, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა. 

 width=600

გერმანიაში, ევროპარლამენტში არჩევნების შედეგებს ამომრჩეველთა უმრავლესობა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს. 26 მაისს, გერმანიის რამდენიმე რეგიონშიც ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. კვირას დილით კი, 100 წლის ყოფილი მასწავლებელი ლიზელ ჰეიზე რეიანლანდ-პფალციში ქალაქ კირჰაიმბბოლანდენის რეიანლანდ-პფალცის ადგილობრივ საკრებულოში მივიდა. 

Лизель

მან, არჩევნებზე 911 ხმა მოაგროვა და სამოქალაქო საბჭოს ინიციატივით ჩვენ  კიბოსთვის (Wir für Kibo) ქალაქის საკრებულოს დეპუტატი  გახდა. ამ ქალაქში, დაახლოებით 7-8 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, რომ ლიზელ ჰეიზემ პოლიტიკაში იმ მიზეზით გადაწყვიტა წასვლა, რომ მრავალი წლის განმავლობაში დახურული საცურაო აუზია გაეხსნა. მისი განცხადებით, მისთვის აუზი ახალგაზრდული ელექსირია“, ხოლო  ქალაქის ახალგაზრდა თაობისთვის კი, მეორე საცხოვრებელი სახლი -საბავშვო ოთახი.

Лизель

დაახლოებით 80 წლის წინ, ლიზელ ჰაიზეს მამა, კირჰამბოლანდენის საკრებულოს წევრი გახლდათ. 1938 წელს, მან ადგილობრივი სინაგოგის განადგურება დაგმო, რის შემდეგაც იგი ერთი კვირით დააპატიმრეს, მაგრამ მეგობრების ძალისხმევით სასწაულად გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლებას. ლიზელ ჰაიზი ტრადიციული პოლიტიკური პარტიებისგან, სკეპტიკურად არის განწყობილი. სამაგიეროდ, სიმპათიას გამოხატავს გერმანიის ყოფილი სოციალური დემოკრატიის კანცლერ ჰელმუტ შმიდტის (Helmut Schmidt, 1918-2015) მიმართ.  

ჩემთვის მნიშვნელოვანია არა წარმატება, არამედ სწორი ქმედებები, - ხაზგასმით აღნიშნავს დეპუტატი.