ბრიტანელი ნეიროფიზიოლოგის მარკო კატანის აზრით, ლეონარდო და ვინჩი არა მარტო თვალის სიელმით იტანჯებოდა, არამედ ყურადღების დეფიციტის სინდრომით და ჰიპერაქტიურობითაც. ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი არგუმენტები, მან ჟურნალში გამოაქვეყნა.
ლეონარდო და ვინჩის სიკვდილის შემდეგ ხუთასი წელი გავიდა და მის შესახებ ბევრი რამ არის დაწერილი. ლეონარდო - მხატვარი, მეცნიერი, არქიტექტორი, გამომგონებელი, რომლის გენიოსობას, როგორც ამოუხსნელი ფენომენი ისე აღიქვამენ. მაგრამ 1519 წლის 2 მაისს საფრანგეთში კლო-ლიუსში ლეონარდო, გარდაცვალების შემდეგ, სულ სხვა ადამიანად დაახასიათეს. მისი პირველი ბიოგრაფის ჯორჯო ვასარის განცხადებით, ლეონარდო დაიღუპა იმ მიზეზით, რომ „მან ღმერთს და კაცობრიობას შეურაცხყოფა მიაყენა - არ მუშაობდა ისეთი ხელოვნების ნიმუშების შექმნაზე, როგორიც საჭირო იყო“(Vasari, 1996; Nicholl, 2004; Vecce, 2006).
და ვინჩის ისტორია ერთ-ერთი პარადოქსია. დიდი გენიოსი, რომელმაც შექმნა სასწაულები ანატომიაში, ფილოსოფიასა და ხელოვნებაში, მაგრამ ამავე დროს, უამრავი პროექტი განუხორციელებელი დარჩა.(ფრეიდი, 1922; კემპი, 2006).
„და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლის შემდეგ, შეუძლებელია ზუსტი დიაგნოზის დასმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ყველაზე დამაჯერებელი და მეცნიერულად დადასტურებული დიაგნოზი. რის გამოც, ლეონარდო იშვიათად ახერხებდა სამუშაოს დასრულებას.
ჰიპერაქტიურობას ახასიათებს პიროვნების ხასიათის უამრავი უჩვეულო თვისებები და არაპროგნოზირებადი გენიოსობა. - განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის პროფესორმა მარკო კატანმა.