საკონსტიტუციო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის შესაძლო გაუქმების საკითხს განიხილავს

12:16 05-29-2019
330

ლაშა ჯანიბეგაშვილი ადვოკატთა ასოციაციის გაუქმებას ითხოვს. მისი თქმით, ეს ორგანიზაცია მონოპოლიურია და ადვოკატები იქ ძალით არიან. 

ადვოკატმა, ასოციაციის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა, ამ უკანასკნელმაც სარჩელი განსახილველად მიიღო.

ჯანიბეგაშვილის განზრახვების შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა „პრაიმტაიმისგან“ შეიტყო. 

„რა უნდა ვთქვა? მაგის განცხადება თვითონ კომენტარია. თუ შეიტანა სარჩელი, შეიტანოს. ამის უფლება ყველას აქვს“ - აცხადებს ასათიანი. 

ადვოკატთა ასოციაცია ქართულ რეალობაში 2001 წლიდან არსებობს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა „ადვოკატთა შესახებ“ კანონი მიიღო. ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების პროცესი 2005 წელს დასრულდა.