მაჩხაანის, საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია

12:49 05-29-2019
55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში ჭერი ჩამოიშალა. ბაღში მისულმა თანამშრომლებმა ჩამოვარდნილი ჭერი ამ დილით ნახეს. ამ დროისთვის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განცხადებით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.

მისივე თქმით, შემთხვევა, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი