მდინარეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახიფათო ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს

14:30 05-29-2019
261

71 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მთელი მსოფლიოს მაშტაბით -  მდინარეების წყალში, ანტიბიოტიკების კონცენტრაცია იზრდება. სპეციალისტების აზრით, ეს ბაქტერიების წარმოქმნას უკავშირდება, რომლებიც არსებული პრეპარატების მიმართ იმუნურია.

width=600

კვლევის დროს, მეცნიერებმა მდინარის წყლის 711 ნიმუში აიღეს - ნიმუშების უმრავლესობაში ანტიბიოტიკები აღმოჩენდა, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში ნიმუშებშის 80%-ში - სამკურნალო პრეპარატები. უფრო მეტიც, ისეთ მდინარეებშიც კი, რომლებშიც სამეცნიერო ნაშრომის ავტორები უსაფრთხოს უწოდებდნენ, ანტიბიოტიკების კონცენტრაცია, მნიშვნელოვნად უფრო მაღალია.

width=600

ყველაზე არაპროგნოზირებადი სიტუაცია აფრიკის ქვეყნებში დაფიქსირდა, სადაც ანტიბიოტიკების გადაჭარბებული რაოდენობა, მდინარეებიდან აღებული ნიმუშების 35 პროცენტში იქნა აღმოჩენილი. აზიაში, ეს ციფრი დაახლოებით 23 პროცენტს აღწევს, სამხრეთ ამერიკაში - დაახლოებით 18% და ჩრდილოეთ ამერიკაში - 15%. ევროპასა და ოკეანეთის ქვეყნებში, მდგომარეობა ნაკლებად საშიშია - 8 და 6%. 

width=600 

დუნაი - ყველაზე გრძელი მდინარე ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაბინძურების მაჩვენებლით, კონტინენტზე მეორე ადგილზეა. ნიმუშები აღებული იქნა ავსტრიის ტერიტორიაზე, სადაც 7 სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის კლარითრომიცინი, რომელიც გამოიყენება პნევმონიისა და ბრონქიტის სამკურნალოდ. მდინარე ტემზა, რომელიც კვლევის ავტორთა აზრით, „სუფთა მდინარეს რეპუტაცია აქვს, ფაქტობრივად დაბინძურებულია ხუთი სახის ანტიბიოტიკით, ისევე როგორც, მისი შენაკადები.

მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ - რავი დასახელდა, რომელიც პაკისტანის დედაქალაქ ლახორში მდებარეობს. 7 სხვადასხვა ანტიბიოტიკის მთლიანი კონცენტრაცია - ლიტრზე 3.15 მილიგრამს შეადგენს.

რაც უფრო ხშირად იქნებიან ბაქტერიები გარკვეულ ანტიბიოტიკებთან კონტაქტში, უფრო მაღალი ალბათობა იმისა, რომ ისინი გახდებიან იმუნური, იმ პრეპარატების მიმართ  და ე.წ. სუპერბაქტერიების გავრცელებას გამოიწვევს. მეცნიერთა აზრით, კვლევა გვიჩვენებს, რომ მდინარის დაბინძურებაში ბაქტერიები დიდი როლს ასრულებენ. 

მიღებული შედეგების შეახებ ინფორმაცია, ექსპერტებმა ფინეთში ჩატარებულ 29-ე „SETAC“- ის ევროპულ კონფერენციაზე განაცხადეს.