კიევში გემთმშენებელ ქარხანაში, რომელიც პეტრო პოროშენკოს კუთვნილება იყო ხანძარი მძინვარებს - ვიდეო

15:46 05-29-2019
188

კიევში დილით, გემთმშენებელი ქარხნის - «Кузница на Рыбальском» ტერიტორიაზე, რომელიც რამდენიმე ხნის წინ უკრაინის ყოფილი ექს-პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილება იყო, ხანძარი მძინვარებს. 

უკრაინის სახელმწიფოს გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის სვეტლანა ვოდოლაგას განცხადებით, გემზე, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ცეცხლი გაჩნდა, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო -«Украинские новости».  

აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოების დროს, გემზე ელექტროგადამცემი ხაზები გადაჭრილი იყო. ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედაგად არავინ დაშავებულა.  

ქარხნის «Кузница на Рыбальском» ამჟამინდელი მფლობელია - კომპანია „Ewins Limited“-ის ჯგუფის წარმომადგენელი, ბიზნესმენი სერგეი ტიგიპკო. 

კომპანია ჩართულია ტანკერების, სპეციალური დანიშნულების გემების, საყინულეების და ქვაბის აგრეგატების შეკეთებაში.