50 წლის ჯენიფერ ენისტონი ბრწყინვალე ფორმაშია. რაც ამ ასაკის ქალებს მუდმივად სტიმულს აძლევს. მსახიობი, შესანიშნავი ფიგურით და გლუვი კანით გამოირჩევა.
გასაკვირი არ არის, რომ ვარსკვლავმა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი საქმროების გული მოინადირა. ენისტონმა, ჯასტინ ტერუსთან განქორწინება მტკივნეულად განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთი წლის წინ, მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს, მას ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. ჯენი ტერუსთან ქორწინებამდე, ხუთი წელი ბრედ პიტთან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა.
ისინი, ჰოლივუდში ყველაზე ცნობილ წყვილად ითვლებოდნენ, მაგრამ მათი გზები გაიყარა. სავარაუდოდ, ბრედი ისევ ნერვიულობს ექს-მეუღლეზე, რადგან მან რამდენიმე ხნის წინ, მისი საქციელის გამო ბოდიშიც კი მოიხადა - ისინი ორი წლის განმავლობაში იყოფდნენ ქონებას.
ფილმის მისტერ და მისის სმიტები“ გადაღების დასრულების შემდეგ, პიტი ანჯელინაზე უკვე „უგონოდ“ იყო შეყვარებული. დიდი ხნის განმავლობაში გულშემატკივრებს აინტერესებდათ, თუ რატომ არ გაუჩინა ენისტონმა ბრედს შვილები, რადგან თეორიულად, მას შეეძლო ამ ურთიერთობის გადარჩენა.
ამბობდნენ, რომ მსახიობმა ბავშვის გაჩენაზე უარი თქვა, რადგან ორსულობას შესაძლოა ხელი შეეშალა მის კარიერაში. თუმცა, ახალ ინტერვიუში, მან სიტუაცია ახსნა - აღმოჩნდა, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ვარსკვლავმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრედი ყველას არწმუნებდა, რომ ენისტონი შვილის გაჩენას არ ჩქარობდა.
ცხოვრებაში არასოდეს არ მითქვამს, რომ მე არ მინდა შვილები! მე არასოდეს არ მითქვამს უარი კარიერის გამო შვილის გაჩენაზე, - ამბობს ჯენიფერი.
მან ასევე დაამატა, რომ იმ დროს პიტს, თავად არ სჭირდებოდა მემკვიდრეს დაბადება.
მსახიობს, მხარი დაუჭირა ბრედის ერთ-ერთმა მეგობარმა და განაცხადა, რომ ჰოლივუდის მსახიობი ხშირად საუბრობდა ბავშვების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ ლაპარაკის დონეზე რჩებოდა. ჯენიფერს კი, დედობა ნამდვილად სურდა.
როგორც ჩანს, მას ძალიან აწყობდა „უბედური ქმრის“ როლში ყოფნა, რომლის მეუღლეს არ სურს შვილი გაუჩინოს. ამ დროს მას სრული უფლება აქვს, რომ სხვა ქალთან წავიდეს - ანუ ეს ჯოლი აღმოჩნდა!, - განაცხადა პიტის მეგობარმა.
ენისტონის აზრით იმისთვის, რომ სრულფასოვან ქალად იგრძნო თავი, არ არის აუცილებელი გყავდეს შვილები, მაგრამ აცხადებს, რომ დედობისთვის ჯერ კიდევ მზად არის.