მეცნიერებმა სიგარეტის ყველაზე საშიში სახეობა დაასახელეს

18:52 05-29-2019
101

მეცნიერებმა, კვლევის შედეგად სიგარეტის ყველაზე საშიში სახეობა გამოავლინეს - კვლევა, 14 ათას მწეველზე დაკვირვებას ეფუძნებოდა.

width=600

სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უფილტრო სიგარეტის მოხმარება, ადამიანის ჯანმრთელობას ყველაზე დიდ ზიანს აყენებს. ისინი, ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც  55-დან 74 წლამდე - 14 000 მწეველი გამოიკვლიეს.  

კვლევის თანახმად, ვინც უფილტრო სიგარეტს ეწეოდა, ფილტვის კიბოს დიაგნოზით სიკვდილიანობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ფილტრიანი სიგარეტის მწეველის. 

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუ რატომ არის უფილტრო სიგარეტი, ორგანიზმისთვის საშიში. სავარაუდოა, რომ ეს დაკავშირებულია მასში დიდი რაოდენობის კუპრის გამო.

შეგახსენებთ, რომ ფილტრიანი სიგარეტიც, ხშირად ონკოლოგიურ დავადებებების გამომწვევი მიზეზია. ასე რომ, მწეველი ადამიანები, რომლებიც მცირე რაოდენობით  ნიკოტინისა და კუპრის შემცველ სიგარეტს მოიხმარნენ, იგივე სიმსივნური რისკის წინაშე დგანან, როგორც ის ადამიანები, ვინც უფილტრო სიგარეტს ეწევა.