პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ბაქტერიები, რომელთაც ექსტრემალურ პირობებშიც კი შეუძლიათ გამრავლება.
პორტალ „gazetadaily“-ის წყაროს ცნობით, მეცნიერებმა კვლევის შედეგად გამოავლინეს ბაქტერიული შტამი(მუტაციის შედეგად მიღებული ამა თუ იმ მიკროორგანიზმის სუფთა კულტურა), რომელიც ცოცხლობს ჩრდილოეთი ეთიოპიაში, დანაკალის დაბლობის და ვულკან დალოლის სიახლოვეს.
მათ, პლუს 89 გრადუს ტემპერატურაზე და pH 0.25 მჟავიანობის მაჩვენებელზე გადარჩენაც კი შეუძლიათ. მისი არსებობის მსგავსი სიტუაცია მარსზე ადრეც იყო.
ეთიოპიის ვულკანზე ექსპერტებმა აღმოაჩინეს მიკრობები, რომლებსაც მარსზე სიცოცხლეც შეუძლიათ - მათი გამრავლების ადილებში, არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და მჟავიანობა, არამედ მარილების მაღალი ინტენსივობა აღინიშნება.
მიკრობები, კომპაქტურ კოლონიებში ექსტრემალურ პირობებში ცხოვრობენ, რომლებიც დედამიწაზე მყოფი საშუალო ზომის ბაქტერიებზე, 20-ჯერ ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში მდებარე დანაკილის უდაბნოში განთავსებული დალოლის კრატერი, მიოცენის პერიოდში წარმოიქმნა. შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ადის-აბებადან ჩრდილოეთით, 600 კილომეტრის დაშორებითაა, ზღვის დონიდან 48 მეტრით დაბლა მდებარეობს და ამ მხრივ დედამიწაზე არსებული ყველაზე დაბალი ვულკანია.
მისი ბოლო ამოფრქვევა 1926 წელს დაფიქსირდა. ზედაპირის კაშკაშა ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე ფერების მიზეზი ზედაპირქვეშ მაგმის დუღილის შედეგია, რომელიც ამოაფრქვევს მარილს, გოგირდს, კალქვას და სხვა მინერალებს. ზედაპირზე ამოფრქვევისთანავე მარილწყალი კრატერებში ილექება და წარმოქმნის თეთრ, ყვითელ, ყავისფერ, ნარინჯისფერ და მწვანე ფორმაციებს. ულამეზესი სანახაობის შექმნაში საკუთარი წვლილი ასევე შეაქვს წყალმცენარე ჰალოფილს, რომელსაც უკიდურესად მლაშე პირობებშიც შეუძლია სიცოცხლე.