ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ არალის ახალგაზრდებს შეხვდნენ.
პირველმა პირებმა ახალგაზრდებს მოუსმინეს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მათ საჭიროებებს გაეცნენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
ასევე, ინფორმაცია მიაწოდეს ბოლო დროს განხორციელებული აქტივობების და მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ.