კიბოს დაავადებების არსებული მეთოდებით მკურნალობა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს იმუნოთერაპიის შედეგად, იმ მოლეკულის გამოყენებით, რომელიც ადამიანის სხეულში ბუნებრივი გზით სინთეზირდება.
პორტალ „eurekalert“- ის ინფორმაციით, შოტლანდიის მკვლევარები ამ დასკვნამდე, მღრღნელებში ჩატარებული ექწსპერიმენტების შედეგად მივიდნენ. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, იმუნოთერაპიის დახმარებით, რომელიც „LL-37“ მოლეკულის გამოყენებით ჩატარადა, ვირთხები სრულიად განიკურნენ.
„ორგანიზმი, ინფექციური საფრთხის საპასუხოდ გამოიმუშავებს „LL-37“ მოლეკულას - იმუნური სისტემის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კიბოს თერაპიისთვის“, - აღნიშნავს ედინბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
შოტლანდიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „LL-37“ მოლეკულა, ზრდის დენდრიტული(ძვლის ტვინის მორჩებიანი უჯრედები) უჯრედების აქტივობას - ეს, კონკრეტული იმუნური უჯრედებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მიზანმიმართული იმუნური შეტევებისთვის.
„თუ „LL-37“ მოლეკულას დენდრიტის უჯრედებს დავამატებთ, მაშინ იმუნოპათიისთვის გამოყენებული ანტიკოაგულაციის უჯრედების სინთეზი ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ამცირებს იმუნოთერაპიის და უფრო ეფექტურს ხდის“, - ამბობენ მკვლევარები.
სამეცნიერო კვლების ჯგუფის ავტორები, მოხალისეებზე ტესტის ჩატარებისთვის ემზადებიან. იმედოვნებენ, რომ „LL-37“- ის მოლეკულის გამოყენება იმუნური თერაპიის დახმარებით, კიბოს მკურნალობის ეფექტურობას გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ მოლეკულა სახელწოდებით LL-37, ინფექციური დაავადების საპასუხოდ, ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, რომელიც ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების და ვირუსების განადგურებას.