ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ქალიშვილმა, შაილომ დაბადების დღე საკმაოდ უჩვეულო გარემოში აღნიშნა.
![]()
ყოფილი ვარსკვლავური წყვილის ქალიშვილს, 27 მაისს 13 წელი შეუსრულდა.
გამომცემა „JustJared“- ის ინფორმაციით, ანჯელინა ჯოლიმ თავის ქალიშვილს დაბადების დღეზე გასართობი შოუს „The Basement“-ის ბილეთები აჩუქა, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.

ასეთი ექსპერიმენტს, ყველა თინეიჯერი არ მოიწონებდა. ეს არის საშინელებათა შოუ, რომლის მთავარი გმირია ის პიროვნება, ვინც ბილეთი იყიდა, ხოლო მეორეხარისხოვან როლში კი, პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ.
![]()
შოუს მონაწილეებმა, 45 წუთის განმავლობაში, უნდა შესძლონ, სერიული მკვლელი კანიბალის ბნელით მოცული სახლიდან გაქცევა, რომლებმაც სავარაუდოდ, გაიტაცეს. თამაშის მთავარი ამოცანა - საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაა, ხოლო თამაშის მთავარი პირობაა - ერთად ყოფნა და სისწრაფე.

შესანიშნავი გასართობი შოუ - 13 წლის გოგონებისთვის!