აჭარაში დაკავებულ მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს ბრალს დღეს წარუდგენენ

11:22 05-31-2019
40
თეგები: აჭარა

აჭარაში დაკავებულ მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალს დღეს წარუდგენენ. 

30 მაისს, ბათუმის მერიის სხვადასხვა უწყებაში სპეცოპერაცია ჩატარდა და 7 პირი დააკავეს.

მათ შორის არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე; ქალაქ ბათუმის ვიცე მერი, თენგიზ პეტრიძე და აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე.

გუშინ გვიან ღამით დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა გიორგი ერმაკოვის, არჩილ ვანაძსა და ბაგრატ ხალვაშის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს.

ადვოკატების ინფორმაციით დაკავებულები ამბობენ, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.

 

ავტორი: თეონა აბესაძე