საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს სავარაუდოდ, დღეს აირჩევენ.
ამ დროისთვის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. 30 მაისს, 4 კანდიდატს: ბაჩო გურაბანიძეს, მერაბ წულუკიძეს, გიორგი კოხრეიძესა და დავით ჩხარტიშვილს მოუსმინეს.
დღეს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო კიდევ 4 კანდიდატს მოუსმენს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს, თუ ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი.
ამ წუთებში, მრჩეველთა საბჭოს წევრები ნათია ზოიძეს უსმენენ.
ავტორი: თეონა აბესაძე