ბათუმის საკრებულოში ომარ მახარაძეს თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

11:46 05-31-2019
48
თეგები: აჭარა

სექსუალური ხასიათის შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორის ადგილს, რომელიც პარალელურად ბათუმის საკრებულოში იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი იყო თემურ კახიძე დაიკავებს.

ომარ მახარაძემ ვადამდე ადრე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საკრებულოს თავად მიმართა, რაც დაუკმაყოფილეს. თუმცა იგი საკრებულოს არ ტოვებს, რადგან მახარაძე მაჟორიტარული წესით არჩეული წევრია და მას ადგილმონაცვლე არ ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ ომარ მახარაძე ადვოკატებთან ერთად 30 მაისს, გამოკითხვაზე ბათუმის მეექვსე განყოფილებაში იმყოფებოდა.

გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს მიზანმიმართულად სურს მისი დისკრედიტაცია. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ ადამიანთა ჯგუფის სურვილია, საუნივერისტეტო და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდეს.

ავტორი: თეონა აბესაძე