„მინდა ვთქვა, რომ შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, მუნიციპალიტეტი და ყველა მისი სამსახური ჩვეულებრივ რეჟიმში, შეუფერხებლად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობას“, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.
ბათუმის მერი მხოლოდ ამ განცხადებით შემოიფარგლა და კითხვებს არ უპასუხა.
30 მაისს, სპეცოპერაცია ბათუმის რამდენიმე უწყებაში ერთდროულად ჩატარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:
ბათუმის ყოფილი მერი- გიორგი ერმაკოვი;
ბათუმის ვიცე მერი- თენგო პეტრიძე;
კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები: გოგა ლომაძე (ერგასლან ლომაძე), ნუკრი ხინთიბიძე, ბექა ხალვაში.
სპეცოპერაციით აიყვანეს განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - არჩილ ვანაძე.
ავტორი: თეონა აბესაძე