ბათუმის ყოფილ მერს ბრალი უკვე წარუდგინეს.
ერმაკოვის ადვოტაკის ჯემალ კიკნაძის ცნობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიება 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“-ე ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,დ“-ე ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას გულისხმობს.
ადვოკატი ამბობს, რომ გიორგი ერმაკოვი აღნიშნულ ბრალს არ აღიარებს. ირწმუნება, რომ მას ასეთი დანაშაული არ ჩაუდენია და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
30 მაისს, სპეცოპერაცია ბათუმის რამდენიმე უწყებაში ერთდროულად ჩატარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის, ნათია სონღულაშვილის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:
ბათუმის ყოფილი მერი- გიორგი ერმაკოვი;
ბათუმის ვიცე მერი- თენგო პეტრიძე;
კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი თანამშრომლები: გოგა ლომაძე (ერგასლან ლომაძე), ნუკრი ხინთიბიძე, ბექა ხალვაში.
სპეცოპერაციით აიყვანეს განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე, განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - არჩილ ვანაძე.
ავტორი: თეონა აბესაძე