ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლ კიდმანი, მეუღლესთან, კიტ ურბანთან ერთად მღერის. მსახიობი სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნეყნებს:
„კულისებს მიღმა მონტერეიში გამგზავრებამდე“(A little backstage moment before heading to Monterey“- წერს ნიკოლი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანის და კიტ ურბანის ქორწილის ცერემონია 2006 წლის 25 ივნისს სიდნეიში გაიმართა, რომელსაც მთელი „ავსტრალიური ელიტა“ დაესწრო.
ნიკოლმა ქორწილში მისი ყოფილი ქმარი ტომ კრუზიც კი მიიწვია, მაგრამ მსახიობი წვეულებას არ დაესწრო. ჰოლივუდის ვარსკვლავები, დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.
მომღერალმა, რომელსაც ადრე სერიოზული პრობლემები ჰქონდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: - „ნიკოლმა ცხოვრებაში დამაბრუნა და ჩემს ყველა სიმღერას ნიკოლს ვუძღვნი“.
წყვილს, ორი ქლიშვილი - სანდეი როუზი და ფეიტ მარგარეტი ჰყავთ.
იხ. ვიდეო: