60 წლის ანტონიო ბანდერასი ისევ სექს-სიმბოლოდ აღიარეს

16:55 05-31-2019
212

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მაჩო ანტონიო ბანდერასი, რომელიც კვლავ ბრწყინვალე გარეგნობით გამოირჩევა, სექს-სიმბოლოდ გამოაცხადეს. 

 width=600

„შესანიშნავია! მალე 60 წლის ვხდები და საზოგადოება სექს-სიმბოლოდ მაღიარებს - ეს ნამდვილი მიღწევაა“, - განაცხადა „Entertainment Tonight“-თან ინტერვიუში ვარსკვლავმა.

width=600 

„ახალგაზრდობაში თანამედროვე სტილი მქონდა, ახლა კი ძველმოდური გავხდი,- აცხადებს მსახიობი.

width=600

58 წლის ვარსკვლავი, რომელიც „Miami Fashion Week“- ის პრეზიდენტია, ამბობს, რომ ის ჩაცმის სტილს არგებს იმ რეგიონთან, სადაც იმ მომენტში იმყოფება.

width=600

„მე ძალიან ეკლექტიკური ვარ, ზოგჯერ დამოკიდებული ვარ იმ ადგილებზე, სადაც ვიმყოფები. მაგალითად, კანის ფესტივალზე პიკასოს ზოლიანი მაისურით, ლურჯი პერანგით და თეთრი შარვლით დავდიოდი, რასაც სხვაგან ვერ ჩავიცვამდი ... მაგრამ, თუ ნიუ-იორკში წასვლას დავაპირებ -  ტყავის ქურთუკს, ჩექმას და ჯინსის შარვალს ვარჩევდი“, - ამბობს ანტონიო.  

width=600

კანის წლევანდელ კინოფესტივალზე, სექს-სიმბოლო, ფილმის - „ტკივილი და დიდება“ (Dolor y Gloria) პრემიერაზე შეყვარებულთან, ნიკოლ კიმპელთან ერთად პოზირებდა,

width=600

სადაც მსახიობს, მთავარი ფესტივალის ჯილდო - „საუკეთესო მსახიობი“ გადაეცა. 

width=600

„ჯილდოს არა მარტო იმისთვის იმსახურებს, რომ ჩემი რეჟისორია, არამედ ის გმირია, რომელსაც მე ვთამაშობ, - განაცხადა ანტონიომ რეჟისორ პედრო ალმოდოვარზე, დაჯილდოების ცერემონიაზე. 

შეგახსენებთ, რომ 1988 წელს ანტონიო ბანდერასმა ესპანელ მსახიობ ანნა ლესასთან იქორწინა. 11-წლიანი ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 1996 წელს მან ცოლად შეირთო მსახიობი მელანი გრიფფიტი, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს. 

width=600

ქორწინებიდან 19 წლის შემდეგ, 2015 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე