საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარიხუანას მოხმარების შესახებ დასმულ შეკითხვას პორტალ „ТСН“-თან ინტერვიუში პასუხობს.
ახალგაზრდობაში, ჩემი სტუდენტობის პერიოდში მარიხუანას მოხმარება ვცადე, არ მომეწონა. არ მომეწონა მისი გემო და სუნი. ამიტომ, მე მოყვარული არ ვარ, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამსტერდამში, სადაც მან ასევე გასინჯა მარიხუანა, ამის გარდა ბევრი სხვა საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლება.