კავკასიის უძველეი საქორწინო ტრადიციები, თანამედროვე ქალებისთვის, საკმაოდ რთულად მისაღები.
ქორწინება - ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი მოვლენაა - ქალისვილებისთვის, პატრიარქალური ტრადიციების მქონე ქვეყნებში, ქორწინების ღამე. ხშირად კოშმარული ხდება.
საინფორმაციო პორტალ „BBC“-ის წყაროს ცნობით, აზერბაიჯანში დღესაც გავრცელებულია უძველესი ტრადიციები - მშობლების გადაწყვეტილებით დაგეგმილი ქორწინება, რის შემდეგაც, ხშირ შემთხვევაში პატარძლი ფსიქიკური და ფიზიკური წამების მსხვერპლი ხდება, რომლის მწვავე შედეგებიც, წლების განმავლობაში იგრძნობა.
მას შემდეგ, რაც საქორწინო ცერემონიის შემდეგ ჩემს წინ გახდა დაიწყო, შემეშინდა - ვხვდებოდი, რომ უკვე დაქორწინებული ვიყავი და ეს უნდა მომხდარიყო - უბრალოდ ვიცოდი, რომ უნდა გამეხადა,- იხსენებს ელმირა თავისი პირველი ქორწილის ღამეს (სახელი შეიცვალა ჰეროინის თხოვნით).
ელმირა, 27 წლის იყო, რომელმაც დაამთავრა უნივერსიტეტი და მთარგმნელად მუშაობდა. ქმარი, მისმა მშობლებმა აურჩიეს. ის დათანხმდა დაქორწინებას, რათა საკუთარი დედა გაეხარებინა.
„ის, უბრალოდ ჩვენი მეზობელი იყო, ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, მას განათლება არ ჰქონდა, ჩვენ, არაფერი საერთო არ გვქონდა. ჩემმა ძმებმა გამაცნეს და მითხრეს, რომ კარგი ბიჭი იყო. დედაც ბედნიერი იყო, რომ მეზობელ ბიჭს გამაყოლა - მთელი ცხოვრება თვალწინ ვეყოლებოდი“ - ამბობს გოგონა.
ელმირამ, რამდენჯერმე უთხრა დედას, რომ ოჯახის შექმნა არ უნდოდა. ამის შესახებ, დედამ ნათესავებს შესჩივლა და ამის შემდეგ, მასზე ზეწოლა დაიწყეს.
მე უკვე 27 წლის ვიყავი და მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ რადგან გათხოვება არ მინდოდა, ქალიშვილი არ ვიყავი, - ამბობს ელმირა.
მაგრამ, ქორწილის ღამეს, ელმირას პირველი სექსი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქმარი აბსოლუტურად არ გაუფრთხილდა - მოულოდნელად დაეძგერა და საწოლზე დაანარცხა, რა დროსაც ელმირამ კარადას თავი დაარტყა. ქალის ყვირილზე, გვერდზე ოთახიდან კედელზე კაკუნის და თან ლანძღვის ხმა გაისმა: - „რა ხმაურია, ჩუმად იყავით, რა უკულტურობაა!“.
იმ მომენტში, გვერდზე ოთახში ელმრის დედა, ორი დეიდა, დედამთილი და ერთი შორეული ნათესავი(რომელიც კედელს მუშტს ურტყამდა და ყვიროდა) იჯდა - ადამიანები, რომლებიც სიყვარულის აქტს და პატარძლის ქალწულობის დაკარგვის მომენტს, ტრადიციულად უნდა დასწრებოდნენ.
ოთახიდან ხმა გადიოდა, ამიტომ მე ყველანაირ ტკივილს და სირცხვილს ვუძლებდი და ვფიქრობდი - ნუთუ ეს არის ქორწინება?- იხსენებს ელმირა.
შორეული ნათესავმა იმ ქალის როლი შეასრულა, რომელიც ქორწინების ღამის შემდეგ, დაუყოვნებლივ გაემართებაა გვერდზე ოთახში, სადაც ახალდაქორწინებულები არიან. მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, პატარძალთან კონსულტაციაა - პატარძალს უფლება აქვს, საძინებელიდან გამოვიდეს, რათა ძველი და გამოცდილი ქალბატონისგან, რჩევები მიიღოს. ნათესავის კიდევ ერთი მოვალეობაა - საწოლიდან აიღოს ახალდაქორწინებულების ზეწარი.
მისტიკური საქორწინო ღამე
ქორწილის შემდეგ, დილით, თეთრეულის დემონსტრირება ზოგიერთი კავკასიელი ხალხის დამახასიათებელი ტრადიციაა. ზეწარზე სისხლის კვალი, ნათესავებისთვის, სქესობრივი კავშირის დასადასტურებელი ნიშანია.
ამგვარი მტკიცებულების შემდეგ, ნათესავები ახლობლებს ულოცავენ და მხოლოდ ამის შემდეგ ითვლება შემდგარი - ქორწინება.
თუკი ზეწარზე სისხლის კვალი არ აღინიშნება, გოგონა შეიძლება სახლიდან გააგდონ და დაუბრუონ მშობლებს, როგორც წუნდებული. ამის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც განქორწინებული - რაც ნიშნავს, რომ მისი მეორედ დაქორწინება გართულდება, ხოლო მისი მშობლების სახლში ის შესაძლებელია, სავარარაუდოდ კიდეც მოწამლონ.