მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებას იწვევს

17:56 06-04-2019
300

ჟურნალ „Science Advances“-ის ინფორმაციით, კბილების ჰიგიენა და მოვლა ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადებისგან დაცვას.

ეს შედეგი ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩატარებული კვლევების შედეგად გამოაქვეყნეს. 

ცნობილია, რომ ბაქტერია, რომელიც იწვევს გინგივიტს (ღრძილების ანთება), შეუძლია თავის ტვინში შეაღწიოს, სადაც მავნე ფერმენტებს გამოიმუშავებს ნერვის უჯრედებში.

ალცჰეიმერის დაავადების მქონე 53 ადამიანის ტვინის ქსოვილის შესწავლის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს ფერმენტები, ადამიანთა 96%-ს აღმოჩნდა. 

მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თავად ბაქტერიები, არ იწვევენ ალცჰეიმერის დაავადებას, მაგრამ ხელს უწყობს რისკის განვითარებას და უფრო სწრაფ პროგრესს. ამიტომ რისკების შესამცირებლად აუცილებელია კბილების გასასუფთავებლად და გამოიყენოთ სტომატოლოგიური კბილის საწმენდი საშუალება.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც დაუდგინდათ ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი და განუვითარდათ გინგივიტი. ისინი, რაც შეიძლება მალე უნდა დაუკავშირდნენ სტომატოლოგს, რათა დაენიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.

მკვლევარებმა უკვე შექმნეს პრეპარატი, რომელიც აფერხებს ტვინზე მავნე ფერმენტების მოქმედებას - მაგრამ, მისი გამოყენება ჯერჯერობით არ მომხდარა.

ავტორი: რუსა ღვანიძე